ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA-ს სამეცნიერო კომიტეტი და საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ერთობლივი პროექტის რეალიზაციას იწყებენ.
პროექტი „ვარსიტი" ითვალისწინებს მზეზე მიმდინარე პროცესებისა და მისი დედამიწაზე ზემოქმედების პროგნოზირებას.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს ხუთ წელს და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 50 ცენტრი მიიღებს.
მზეზე დაკვირვება თანამგზავრების მეშვეობით მოხდება, რაც მეცნიერებს გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ პროექტს NASA-ს წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.