,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI-ის) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 10% შემცირა იმ ადამიანების რაოდენობა ვინც მიიჩნევს, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობა უნდა მიიღოს. NDI-ის კითხვაზე ,,მისაღებია თუ არა, სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეოება" გამოკითხულთა 66%-თვის მისაღებია, 17%-თვის მიუღებელია საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე, ხოლო რესპონდენტთა 16 % -მა არ იცის მისაღებია თუ არა საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე.
რაც შეეხება სექტემბერში ჩატარებულ კვლევას ანალოგიურ კითხვაზე რესპონდენტთა 76%-თვის მისაღები იყო საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე, 11%-თვის მიუღებელი, ხოლო 13 %-მა არ იცოდა მისაღები იყო თუ არა საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიაში.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,915 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) დაატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-2.9%