,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI-ის) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% რუსეთთან საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა არ მოსწონს. NDI-ის კითხვაზე ,,მოგწონთ, თუ თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან"? გამოკითხულთა 22%-ს მოსწონს, 72%-ს არ მოსწონს, ხოლო გამოკითხულთა 5%-მა არ იცის მოსწონს თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, რესპოდენტთა 1% -მა კი პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,915პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) დაატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).