13 დეკემბერს, 20 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობა აწყობს ერთობლივ საქველმოქმედო ღონისძიებას 24 წლის გიორგი მიქიაშვილის დასახმარებლად. ღონისძიება გაიმართება კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში
სამი სახელოვნებო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი- რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა შემოქმედები. გაიმართება სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, პანტომიმის მსახიობების შოუ. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ კონსერვატორიის წარჩინებული სტუდენტები.