საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში ყინვა და თოვაა მოსალოდნელი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა დღეს, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში თოვლია მოსალოდნელი.
ნიორაძის განმარტებით, დღეს დასავლეთ საქართველოში თოვა შეწყდება, ხოლო 14 დეკემბრიდან თოვა კვლავ გაგრძელდება.
,,დღეს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, თბილისში ველოდებით თოვლს. კახეთში თოვა უკვე დაიწყო. დასავლეთ საქართველოში თოვა უკვე შეწყვეტილია. ხვალ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა 14 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში კვლავ გათოვლდება და თოვა 16 დეკემბრამდე შენარჩუნდება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიორაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყინვაა მოსალოდნელი.
,, უახლოესი დღეების განმავლობაში ყინვა გველოდება, მათ შორის დღეს. ხვალ ღამით კი უფრო სერიოზული ყინვაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში -6, -7 გრადუსამდე ყინვას ველოდებით, დასავლეთ საქართველოში -6 გრადუსამდე, თბილისში კი -5, -6 გრადუს ყინვას ", _განაცხადა სვეტა ნიორაძემ.