2013 წლის 13 დეკემბერს, 14:00 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2013 წლის ,,ეპიდზედამხედველობის განხორციელების, ეპიდსიტუაციის მართვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის" მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აწყობს კონფერენციას ბათუმის სკოლების VII - X კლასის მოსწავლეთათვის.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები:
• ,,გრიპი - მწვავე ვირუსული ინფექცია"
• ,,ცოფი საშიშია"
• ,,როგორ დავიცვათ თავი ზოგიერთი დაავადებისგან"
• ,,მავნე ჩვევები"
კონფერენციის ფარგლებში:
პრეზენტაციებს წარმოადგენენ: ბათუმის №5 საჯარო სკოლის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების VII - X კლასის მოსწავლეები.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები.
კონფერენციის მხარდამჭერები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ბათუმის განათლების რესურსცენტრი.
კონფერენციის ორგანიზატორია: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.