ხვალ, 12 დეკემბერს 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს სახალხო დამცველი 2013 წელს ოფისის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს მიღწევებსა და გამოწვევებზე. გაიმართება დიკუსია.
ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორში მომუშავე პარტნიორები. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი.
ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა" ხელშეწყობით.