11 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
ვაკის და საბურთალოს რაიონები
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II და V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, მინდელის, მარგიანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაზოს II შესახვევის, გელა ჭედიას, შუშის და წყალსადენის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინტერნატის შესახვევის და ინტერნატის ქუჩის, სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ფილიას, სამღერეთის და ლოტკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
10:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კიკეთის, კოჯრის, ბეთანიის, შინდისის და დიდების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.