სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და სოფლის რწმუნებულებს შეხვდა.
შეხვედრაზე შეაჯამეს 2009 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზედაც იმსჯელეს. კვეზერელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროგრამის შესახებ ესაუბრა.
უახლოეს პერიოდში ქვემო ქართლის რეგიონში შპს. "მექანიზატორი" რაიონულ სერვისცენტრს დააფუძნებს, სადაც თავმოყრილი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. სერვისცენტრი მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონს მოემსახურება. გლეხები კონკრეტულ რაიონებში ტექნიკის გამოყენებას ადგილზე შეძლებენ, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მოსავლიანობის გაზრდას და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.