აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში გასულ წელს სეზონზე სულ წარმოებული იქნა 55 ტონამდე წაბლი (ძირითადად ქედის მუნიციპალიტეტში).
მოსახლეობისგან წაბლის შესყიდვას სააქციო საზოგადოება "აგროლაინი~ აწარმოებდა. აჭარის ტერიტორიაზე მთლიანობაში 26 წაბლის შემგროვებელი პუნქტი მოქმედებდა. 1 კგ წაბლის შესასყიდი ფასი 50 თეთრს შეადგენდა. წაბლის შეგროვებაში ჩართული იყო 100-მდე ოჯახი.