იტალიაში ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები არიან 38 წლის რევაზ მინდიაშვილი და 35 წლის საშა კომაროვი.
იტალიელმა სამართალდამცავებმა ჯერ საშა კომაროვი დააკავეს. მინდიაშვილზე კი ძებნა იყო გამოცხადებული. ის ავტომობილით გაქცევის მცდელობისას დააკავეს. პოლიციამ მისი ავტომობილიდან ნაძარცვი ნივთები და ბინების ძარცვისთვის საჭირო ხელსაწყოები ამოიღო.
ორივე ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაციას ქართული ტელეკომპანიები ავრცელებენ.