ნიდერლანდები უკრანას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა. მისი ცნობით, აღნიშნული დახმარებამოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტებსა და რაკეტებს.
ბრეკელმანსმა აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა „გაძლიერებული საჰაერო თავდაცვა და საბრძოლო მასალა სჭირდება“.
„ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების პაკეტს (მათ შორის, Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების კომპონენტებს) გადასცემს. ეს უკრაინას დაეხმარება დაიცვას თავი და დანარჩენი ევროპა რუსული აგრესიისგან“, - დასძინა მან.
მანამდე მან დაადასტურა ნიდერლანდების მზადყოფნა, თანადააფინანსოს უკრაინისთვის დამატებითი Patriot-ის სისტემების მიწოდება.