დაუმარცხებელი „არმია" სუპერლიგის მორიგ ტურში მოულოდნელ წინააღმდეგობას გადააწყდა. აუტსაიდერმა „რუსთავმა" მოქმედ ჩემპიონს შინაურ დარბაზში დიდი ბრძოლა გაუმართა და ოთხი მეოთხედიდან სამი მოუგო, თუმც გამარჯვება მაინც „არმიას" დარჩა - 75:71.
ახალგაზრდულმა „რუსთავმა" ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ „არმიას" პირველი ტაიმი 39:33 მოუგო. ჩემპიონებმა მატჩის ბედის გადაწყვეტა მესამე მეოთხედში სცადეს და მთელი ძალით ათამაშდნენ, შედეგად ეს ათწუთეული 25:12 მოუგეს და 7 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ბოლო მეოთხედშიც ბოლომდე გაუწიეს წინააღმდეგობა ძლიერ მოწინააღმდეგეს.
მასალის გამოყენების პირობები