ბერლინში, 14 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების რთული რაუნდი გაიმართა.
BILD-ის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ამერიკული „სამშვიდობო გეგმა“, რომელსაც ევროპამ ვლადიმირ პუტინის სურვილების სია უწოდა.
აღნიშნულია, რომ უკრაინა მზადაა განიხილოს მტკივნეული კომპრომისები, მათ შორის ნატო-ში წევრობაზე უარი და ქვეყანაში არჩევნების რაც შეიძლება მალე ჩატარება, თუმცა არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვასაც ზელენსკი არ აპირებს.„მთავარი დავა ტერიტორიულია. გეგმის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ ყირიმი, ლუჰანსკის და დონეცკის ოლქები „ფაქტობრივად აღიარებულია რუსეთის ოლქებად“, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფრონტის ხაზები გაყინულია“, - წერს გამოცემა.
BILD-ის ცნობით, უკრაინა მზადაა ფრონტის დროებითი „გაყინვისა“ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებზე კონტროლის დაკარგვისთვის, თუმცა კატეგორიულად უარყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი დონბასიდან გაყვანის მოთხოვნებს.
აშშ-მა კომპრომისი შესთავაზა: თუ უკრაინა დონეცკის რეგიონში დაახლოებით 5,600 კვადრატულ კილომეტრით დაიხევს, ამის შემდეგ ტერიტორია რუსული ჯარების გარეშე „დემილიტარიზებულ ეკონომიკურ ზონად“ გადაიქცევა.
მოსკოვმა მაშინვე დაუჭირა მხარი იდეას, თუმცა, როგორც ყოველთვის, საპირისპირო მოთხოვნა წამოაყენა. კრემლს სურს, რომ იქ მხოლოდ „როსგვარდია’ შეციდეს არა უკრაინის შეიარაღებული ძალები.
„ჩვენ ამას არ მივიღებთ. ეს უკრაინის არმიის კაპიტულაციის ტოლფასი იქნება“, - განუცხადა BILD-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
საპასუხოდ, კიევმა საკუთარი წინადადება წამოაყენა, რომელიც ზელენსკიმ გააჟღერა.
„თუ უკრაინული ჯარები უკან დაიხევენ, ვთქვათ, ხუთიდან ათ კილომეტრამდე, რატომ არ უნდა დაიხიონ რუსულმა ჯარებმაც იმავე მანძილით ოკუპირებულ ტერიტორიებზე?“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ვერლინში მოლაპარაკებები დღეს, 15 დეკემბერს გაგრძელდა.