აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, 6-9 მარტს,  ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი „აბრეშუმის გზა", სადაც მონაწილეობას საქართველოს მოკრივეთა ნაკრები იღებდა. რამაზ ფალიანის გუნდმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლები მოიპოვეს სევერიან ჭილაძემ, კობა ფხაკაძემ და მიხეილ ბახტიძემ. 
14-18 მარტს ლიტვაში, კერძოდ ვილნიუსში, საერთაშორისო შეჯიბრება ახალაგზრდებს შორის გაიმართა. ტურნირში 22 ქვეყნის მოკრივეები გამოვიდნენ, სადაც საქართველოს ახალაგზრდულმა მოკრივეთა ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა.  ჩემპიონი ალექსანდრე დოკვაძე გახდა, ხოლო ჯემალ შალამბერიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.