სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები შემდგარად გამოაცხადა. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელმა ბატალ ტაბაღუამ გააკეთა.
"ამომრჩეველთა აქტიურობა აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე მოსკოვის დროით 15:00 საათისათვის 29, 25 % შეადგენს. არჩევნები კი შემდგარად ითვლება მაშინ, როდესაც ამომრჩეველთა აქტიურობა 25 % შეადგენს", _ განაცხადა ტაბაღუამ.