მოსკოვში, ახალ არბატზე ოპოზიციიის მიტინგის - "სამართლიანი არჩევნებისთვის" შემდეგ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი პროვოკაციების მოწყობას გეგმვას. ამის შესახებ მოსკოვის პოლიცია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კარვების ქალაქის გაშლის მცდელობაზე, ასევე გზების გადაკეტვაზე.
"მოსკოვის პოლიცია ოფიციალურად აფრთხილებს ასეთი აქციის ინიციატორებს, რომ პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრებათ მის ორგანიზატორებს, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებები აღკვეთილი იქნება წესრიგის დამცველთა მიერ მომქმედი კანონმდებლობის ფარგლებში", - ნათქვამია მოსკოვის პოლიციის მთავარი სამართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.