საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ხვალ, 10 მარტს ევროპის ერთა თასზე ბუქარესტში რუმინეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ მატჩს გამართავს. ქართველი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელის - მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით რუმინეთში 8 მარტს გამთენიას გაემგზავრა. 
ნაკრები ბუქარეტში ჩაფრინდა, სასტუმროში დაბინავდა და პირველი ვარჯიშიც გამართა. ქართველმა მორაგბეებმა ბუქარეტის ოლიმპიური ბაზის - "სიდნეი 2000"-ის მოედანზე ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ივარჯიშეს.  
9 მარტს ნაკრები კაპიტნის ვარჯიშს უკვე არენა "არკ დე ტრიუმფზე' ჩაატარებს, სადაც 10 მარტის დაპირისპირება შედგება. 
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 19:00 საათიდან შემოგვთავაზებს.