რუსეთის ფედერაცია საჰაერო-სადესანტო ჯარების ვერტმფრენების პირველი პოლკის პირველად გამოყენებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აპირებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ შამანოვმა გააკეთა.
"იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხშირად რთულდება, ხოლო საქართველოსთან ურთიერთობების სიმწვავე მატულობს, ასევე არის პრობლემები ჩვენს ჩრდილოეთ კავკასიაში, სწორედ იქ დავიწყებთ ჩვენი ვერტმფრენების პრაქტიკულ გამოყენებას სამხედრო მომზადების დროს.
შამანოვის თქმით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების ვერმფრენების პირველი პოლკი, შესაძლოა, ნოვოროსიისკში განთავსდეს. ასეთი პოლკების შექმნის გეგმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბთან ერთად მუშავდება.
მისი თქმით, ვერმფრენების პირველი პოლკი შესაძლოა უკვე სამხედრო სწავლება "კავკაზ 2012"-ის დროს იქნეს გამოყენებული. სამხედრო სწავლება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
"მთავარი არის ის, რომ ეს სტრუქტურები ჩართულები იყვნენ სამხედრო მომზადებაში და გაიარონ ის, იმისათვის რათა მომავალში, აუცილებლობის შემთხვევევაში, მათი გამოყენება იყოს შესაძლებელი ამა თუ იმ ამოცანის შესასრულებლად", _ აცხადებს შამანოვი.