ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებასთან ერთად, გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსებაც უნდა უზრუნველყონ.
1-ლი მაისიდან ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა, რომელთაც ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება აქვთ, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებასთან ერთად, თვალსაჩინო ადგილას შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსებაც უნდა უზრუნველყონ.
აღნიშნულს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის №27/04 ბრძანებულება ითვალისწინებს.