თბილისის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის მოსვალსთან დაკავშირებით, თბილისში პირველ რიგში ცენტრალური ქუჩები გაიწმინდა. დასუფთავების სამსახური ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ქალაქის მასშტაბით ყველა გზაზე, სადაც ტრანსპორტი მოძრაობს, ტექნიკური მარილს ყრის.
სპეციალური ტექნიკით გზების თოვლისგან გაწმენდა ცენტრალურთან ერთად გარეუბნებშიც მიმდინარეობს.