ხაშურში კაცი დაჭრეს. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილობრივი გამოცემა, "მოზაიკას" ინფორმაციით, დაპირისპირება რესტორანში მოხდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.