აშშ-სა და და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ დონეზე გადავა, - ამის შესახებ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდეტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა საუბარია იმაზე, რომ ამერიკასთან ერთად ვითანამშორომლოთ საქართველოს საკუთარი თავდაცვის განვითარების საკითხებზე.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შემდგომ ახალ დონზე ავწიოთ ჩვენი თანამშრომლობა თადაცვის სფეროში და თუ წინა წლებში საუბარი იყო მხოლოდ ანტიტერორისულ ოპერაციებზე ან ჩვენ მონაწილეობაზე ავღანეთში ან ერაყში, ახლა საუბარია იმაზე, რომ ამერიკასთან ერთად ვითანამშორომლოთ საქართველოს საკუთარი თავდაცვის განვითარების საკითხებზე. ძალიან კონკრეტულად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას. ძალიან კონკრეტული შეხვედრები დაიგეგმა. ეს არის ძალიან მაღალი დონის თანამშრომლბა ჩვენი სამხედრო უსაფრთხოების სფეროში", - განაცხადა სააკაშვილმა.