ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ შეტევები განახორციელა დონეცკისა და ხერსონის ოლქებზე. შედეგად, ხუთი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
რუსებმა დონეცკის ოლქის 3 მცხოვრები მოკლეს: ანდრიივკაში, ნოვოგრიგოროვკაში და მირნოგრადში.
რეგიონში კიდევ 7 ადამიანი დაშავდა.
ამავდროულად, ხერსონის ოლქში, რუსული აგრესიის გამო, 2 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 3 დაშავდა.
ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სოციალური ინფრასტრუქტურა დააზიანეს; დაზიანდა რეგიონის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელი ტერიტორიები, კერძოდ, 5 მრავალსართულიანი შენობა და 6 კერძო სახლი.