აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე კომენტარი გააკეთა.
ცნობილია, რომ მანამდე უკრაინის პრზეიდენტმა 4 ივლისს გამართულ საუბარს „ყველა დროის საუკეთესო“ უწოდა.
ამავდროულად, კელოგმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა:
„კარგია. ეს კლასიკური დონალდ ტრამპია. ყოველთვის მზად თანაგრძნობისთვის,“ - წერს კელოგი.
გარდა ამისა, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის ტეხასში წყალდიდობის დროს დაღუპულთა მიმართ სამძიმრისთვის .
„ორივე პრეზიდენტი აღიარებს ახალგაზრდების მშვიდობიან და ომში დაკარგვის ტკივილს. თანაგრძნობა ლიდერობის მთავარი ნაწილია“, - თქვა კელოგმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარასკევს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გამართული საუბარი ლიდერებს შორის კომუნიკაციის მთელი პერიოდის განმავლობაში საუკეთესო და ყველაზე პროდუქტიული იყო. მისი თქმით, უახლოეს ხანებში მოსალოდნელია საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების მიღწევა.
ამასთან, Axios-ის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ სურს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საკითხებში დახმარება და შეამოწმებს, თუ რა სახის დახმარება შეჩერდა.