საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მაღალი დონის დიალოგი უნდა გაიმართოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვითან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში. შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შედგა.
„ჩვენ გვინდა რომ გავზარდოთ სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობა, ქვეყნებს შორის. თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით ბევრი რაღაც უნდა გაკეთდეს და მთავარი ის არის, რომ ეს იყოს ორივე ქვეყნისთვის, როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-სთვის მომგებიანი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი შესაძლებლობები, რომ ბიზნესები განვითარდეს ორივე ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავყოდით ჩვენი საქონელი და მომსახურება საქართველოში და აგრეთვე საქართველომაც უნდა შეძლოს იგივე ჩვენთან", - განაცხადა ობამამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ეფექტური თავისუფალი ბაზრის სისტემის შექმნაში.
„შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს ამ პროგრესის კიდევ უფრო განვითარებაში", - ობამამ.