საქართველო უნდა იყოს ამაყი იმ პროგრესით რომელსაც მან მიაღწია, როგორც სუვერენულმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ძალიან ვაფასებ იმ ინსტიტუციების აშენებას, რომელიც საქართველოში განხორციელდა. საქართველოში პატივს ცემენ უმცირესობებ. საქართველოში კანონის უზენაესობაა, პოლიციის სისტემა განვითარდა. ამ ინსტიტუციების მშენებლობას საქართველოს მომავალი თაობებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება",- განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, რომ ორი ქვენყნის პრეზიდენტი 30 იანვარს, ვაშინგტნში, თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში შეხვდა.