"98%-ი თანახმაა გააგრძელოს ივანიშვილისგან დახმარების მიღება, 2%-მა კი უარი განაცხადა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა.
"რამდენიმე დღის წინ თეატრში მოიტანეს განცხადებები, რომელიც სურვილის მიხედვით უნდა შეგვევსო. თეატრის მმართველებმა უარი განაცხადეს დაფინანსებაზე, მაგრამ მსახიობებს თავისუფლად შეეძლოთ დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება. უმრავლესობამ კვლავ გააგრძელა დაფინანსების მიღება, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც უარს აცხადებენ და ამას პოლიტიკურ სარჩულს უდებენ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ დაფინანსებამ ბევრ ოჯახს სიცოცხლე შუნარჩუნა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბერიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარების განცხადების გამოქვეყნებამდე მსახიობმა "ჯი-ეიჩ-ენთან" განაცხადა, რომ "ივანიშვილის დახმარების შეწყვეტას ხალხი შიშის ქვეშ ელოდება".
"ქართუ ბანკს" და თეატრს შორის ხელშეკრულება 25 იანვრამდე ფორმდება, რომელსაც ხელს თეატრის წარმომადგენლები აწერენ. ყველა ველოდებით ამ განცხადებას, უხერხულია წინასწარ ვიკითხოთ ვინ არის ამ სიაში შესული, თუმცა თუ ვინმე იძახის, რომ ხალხი გახარებულია იმით, რომ ბიძინა ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს ვინმეს ეს ტყუილია. ყველა შიშის ქვეშ ელოდება გადაწყვეტილებას. შიშში მე ლუკმა-პურის დაკარგვას ვგულისხმობ, თორემ უკვე 80 წელს მივუკაკუნე და სხვანაირად აბა ვინ რა უნდა შემაშინოს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბერიკაშვიმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ამჯერად, შესაძლოა, ხელისუფლების "ქველმოქმედება" ჩაენაცვლოს.
"კაცი, რომ მოვა და პირიდან ლუკმა-პურს გამოგართმევს ის მტერი გახდება თუ მოყვარე? უბრალო არითმეტიკაა. არაფრის გამომყოფი ეგენი არ არიან. წაიკითხონ "ჰამლეტი" და მიხვდებიან, ადამიანს თუ მოშივდა დაუნდობელი ხდება", - აღნიშნა ბერიკაშვილმა.