მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების და პრემიერ ირაკლი კობახიძის შეხვედრა დასრულდა.
როგორც ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვან გეგმებზე და სტარტეგიებზე არ უსაუბრიათ და მხოლოდ ბიზნესზე ზოგადი საუბრებით შემოიფარგლნენ.
"გადაგვიხადა მადლობა გადასახადების სწორ გადახდაში, ბიუჯეტის შევსებაში. რამე სკანდალი არ ყოფილა. ძირითადად ბიზნესზე იყო საუბარი, პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა. საინტერესო იყო,როგორ გავახმაურო არ ვიცი, შესაძლოა, უხერხულია, მაგრამ ოპტიმიზაცია იქნება, უსაქმურების შემცირება იქნება, სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა, ეგ კი ვიცოდით, მაგრამ ახლა ხდება შემცირება. პროგრამული და კრიზისიდან გამოსვლის თემები არ ყოფილა. როგორ შეიძლება თქვა, რომ ქვეყანაში არ არის კრიზისი, ყველგანაა, გააჩნია, რას დაარქმევ მას. ასეთ შეხვედრებზე, მგონია, რომ გეგმებზე, პრეზენტაციებზე და სტრატეგიებზე არ საუბრობენ. ,- თქვა ჭყონიამ.