სამწუხაროა მაგრამ, ფაქტია, რომ როგორც ჩანს, მაინც მივა ყველაფერი ქუჩის აქციების აუცილებლობამდე. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
"ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ყველა ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ არანაირი საუბრები მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლება არ ჭრის, თუ ხელისუფლება არ გრძნობს ხალხის, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მასის ძალას ამ მოლაპარაკების ზურგს უკან. ეს რაც დრო გავა კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება", - განაცხადა ბურჯანაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ბურჯანაძე საუბრობს მედიის თავისუფლების შესახებაც და ამბობს, რომ ამ მხრივ, სიტუაცია გაუარესებულია.
"ამის დასტურია ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად 7-8 თვის განმავლობაში "სახალხო კრება" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები, მათ შორის "დემოკრატიული მოძრაობა", "თეთრები" და სხვები, ცენტრალურ არხებზე არ გამოჩენილან. ეს ცალკეული ოპოზიციური პარტიების არანაირ აღშფოთებას. თუ შენ რეალურად დემოკრატიული გარემო გინდა, მარტო იმაზე კი არ უნდა ზრუნავდე, რომ შენ გამოჩნდე ეთერში, არამედ შენ პროტესტს უნდა იწვევდეს ისიც, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიების სრული იგნორირება მიდის და საზოგადეობას არ აქვს შესაძლებლობა გაიგოს რაზე ლაპარაკობენ ესა თუ ის ოპოზიციური პარტიები. მაგრამ აქ გასაკვირი ნამდვილად არაფერია, რადგან ხელისუფლება როდესაც ლაპარაკობდა, რომ "სახალხო კრებას" მარტო რევოლუცია უნდა და ხალხის დახოცვაო, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები იგივეს ლაპარაკობდნენ. ხშირად ხელისუფლებას არ სჭირდებოდა სახალხო კრების კრიტიკა იმიტომ, რომ ამას მშვენივრად ახერხებდნენ ცალკეული ოპოზიციური ლიდერები", - აღნიშნა ბურჯანაძემ.