26 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით, ეგვიპტეში იოგას საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Domina Coral Bay Elisir-ი უმასპინძლებს. გამოფენის ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე მისულებს შესაძლებლობა ექნებათ ტაილანდური მასაჟით ისარგებლონ.
აღსანიშნავია, რომ იოგას პირველი ფესტივალი 2008 წელს ჩატარდა, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო.