"როგორც ჩანს 31-ში ღამე კონცერტში მონაწილეობის მიღება ჯერ ვერ დავიმსახურე" - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ირმა სოხაძემ
"საახალწლო კონცერტებში ჯერ ერთი იმიტომ არ ვიღებ მონაწილეობას, რომ ტრადიციულად სახლში ვხვდებით ოჯახი, თუმცა, დიდად თავს არც იგიჟებენ ჩემ მიწვევაზე. წელს 28 დეკემბერს და 4 იანვარს დამპატიჟეს, როგორც ჩანს 31-ში ღამე კონცერტში მონაწილეობის მიღება ჯერ ვერ დავიმსახურე. 28-ში აქ არ ვიყავი და და 4-ში კიდე არ ვაპირებ გარეთ ყოფნას", - განაცხადა სოხაძემ.
ცნობისთვის, ირმა სოხაძე რუსთაველის თეატრში, სოლო კონცერტის გამართვას აპირებს. საღამო სახელწოდებით "25 ქართული მარგალიტი" მაისშია დაგეგმილი.
"ჩემს სოლო კონცერტზე 25 ქართველი კომპოზიტორის საუკეთესო სიმღერას შევასრულებ. თავდაპირველად მინდოდა რუსული რომანსებიც შემეტანა, თუმცა ვითარებიდან გამომდინარე გადავიფიქრე. საღამოზე ცაბაძის, ლაღიძის, ცინცაძის და სხვა ბევრი საყვარელი კომპოზიტორის ნამუშევრებს წარმოვადგენ. კონცერტზე დუეტებიც იქნება", - აღნიშნა სოხაძემ.