"ნანის საახალწლო კონცერტებზე უარი პოლიტიკური მიზეზების გამო არ უთქვამს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ეკა მამალაძემ.
"ძალიან გამაღიზიანებელია საუბრები, რომელიც ნანის გარშემო ტრიალებს. ხომ შეიძლება ადამიანი ახალ წელს სახლში შეხვდეს. როგორ შეიძლება პოლიტიზირებული გავხადოთ ყველაფერი. ასევე, ამ ღონისძიებებში მონაწილეობას შედარებით ახალგაზრდები იღებნენ, ამიტომ ნანი იქ ვერ მიიღებდა მონაწილეობას", - აღნიშნა მამალაძემ.
თავად მომღერალი, ეკა მამალაძე 2002 წლიდან ახალი წლის ღამეს ქუჩაში ხვდება, როგორც თავად აცხადებს ამჯერად, განსხვავებული კონცერტი ჰქონდა.
"წელს პირველად შევხვდი რეგიონში. სულ თბილისში ვმართავდი კონცერტებს, ამჯერად კი ფოთსა და ქუთაისში ვიყავი. ძალიან კარგად შეგვხვდნენ და სასიამოვნო საღამო გამოვიდა", - განაცხადა მამალაძემ.