რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დახმარებას. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა გააკეთა.
"რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს დნესტრისპირეთში განსახორციელებელი სოციალ-ეკონომიკური პროექტების მხარდაჭერას", _ ეს განცხადება ივანოვმა დნესტრისპირეთის ე.წ. პრეზიდენტთან ევგენი შევჩუკთან შეხვედრისას გააკეთა.
ივანოვმა კმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ შევჩუკმა თავისი პირველი ვიზიტი ე.წ. პრეზიდენტის რანგში მოსკოვში განახორციელა.