ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, ნაღმზე აფეთქების შედეგად, ქართველი ჯარისკაცი, კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი დაიღუპა .
კაპრალი ნინიაშვილი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხება.
სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის, საპატიო სიგელი, მედალი საბრძოლო იარისათვის და მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის."
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ბესიკ ნინიაშვილი დაიღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.