საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურის განცხადებით, ის ოპოზიციაზე კომენტარს იქამდე ვერ გააკეთებს, სანამ ისინი ერთ კონკრეტულ გეგმას მაინც არ შექმნიან, თუ რა უნდათ საქართველოში რომ გაკეთდეს.
"პარლამენტში რომ მივედი, მართლა მქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია შეძლებდა რაიმე კონკრეტული დოკუმენტის წარდგენას საზოგადეობისთვის და იმის თქმას, რომ მთავრობას აქვს 10-პუნქტიანი გეგმა და ჩვენ ოპოზიციას გაგვაჩნია სხვა გეგმა - თუნდაც ერთპუნქტიანი ან ორპუნქტიანი. სამწუხაროდ ასეთი დოკუმენტი, ასეთი ხედვა არ ჩანს. ვერ შევეფასებ ოპოზიციას, სანამ არ გვეცოდინება ყველას, თუ რა არის ნებისმიერი ოპოზიციური ძალის ხედვა. განსაკუთრებით ეკონომიკის თვალსაზრისით, რომელიც ძალიან აწუხებს დღეს ჩვენს ქვეყანას. სანამ არ იქნება მათი პასუხი თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ეკონომიკურ გამოწვევებს, მანამდე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ვისურვებდი, რომ შეძლოს ოპოზიციამ ერთი კონკრეტული დოკუმენტის შექმნა, სადაც იქნება ძალიან კონკრეტული გეგმა გაწერილი თუ რა უნდათ მათ, რომ საქართველოში გაკეთდეს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართებაში", - განაცხადა გილაურმა 2011 წლის მუშაობის შედეგების შეჯამებისას.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ აფასებს პრემიერი ბიძინა ივანიშვილის გეგმას სოფლის მეურნეობის შესახებ, გილაურმა უპასუხა, რომ მან საერთო ვერ დაინახა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სოფლის მეურნეობის განვითარების კონკრეტული გეგმა.