უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 ივნისის ღამეს F-16-ის პილოტის, მაქსიმ უსტიმენკოს დაღუპვასთან დაკავშირებით ყველა გარემოების გამოძიების მითითება გასცა.
„მთელი ღამის განმავლობაში უკრაინაში საჰაერო განგაში ისმოდა. ჩვენს ცაში 477 დრონი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა რუსულ-ირანული „შაჰედები“ იყო და სხვადასხვა ტიპის 60 რაკეტა. რუსები ყველაფერს ურტყამდნენ, რაც სიცოცხლეს უზრუნველყოფდა.
სმელაში დარტყმა დაფიქსირდა საცხოვრებელ შენობაზე, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სერვისები ხელმისაწვდომია ყველგან, სადაც ამის საჭიროებაა.
სამწუხაროდ, ჩვენი F-16-ის პილოტი მაქსიმ უსტიმენკო თავდასხმის მოგერიებისას ტრაგიკულად დაიღუპა. დღეს მან შვიდი საჰაერო სამიზნე გაანადგურა. ვუსამძიმრებ ოჯახს და მებრძოლ ძმებს. გავეცი მითითება, გამოძიებულ იქნას მის დაღუპვასთან დაკავშირებული ყველა გარემოება. უკრაინელი ავიაცია გმირულად იცავს ჩვენს ცას. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინას იცავს. მოსკოვი არ გაჩერდება, ვიდრე მას მასშტაბური თავდასხმების უნარი ექნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა 114-ზე მეტი რაკეტა, 1 270-ზე მეტი დრონი და თითქმის 1 100 ბომბი. პუტინმა დიდი ხანია მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს ომი, მიუხედავად მსოფლიოს მიერ მშვიდობისკენ მოწოდებისა.
ზელენსკის ცნობით, 7 დღეში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 114 რალკტა, 1 270-ზე მერი დრონი და თითქის 1 100 ავიაბომბი გაუშვა.
„ეს ომი უნდა დასრულდეს - საჭიროა ზეწოლა აგრესორზე და დაცვა. დაცვა ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებისგან, დრონებისგან და ტერორისგან. უკრაინას სჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერება. ეს არის ის, რაც საუკეთესოდ იცავს სიცოცხლეს. არსებობს ამერიკული სისტემები, რომელთა შეძენისთვის მზად ვართ. აშშ-ს, ევროპისა და ყველა ჩვენი პარტნიორის ლიდერობაზე, პოლიტიკურ ნებასა და მხარდაჭერაზე ვამყარებთ იმედს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.