წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში ღონისძიების ორგანიზატორის ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის" მიერ დაწესებული საპატიო „ოქროს პერგამენტი" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს გადაეცა.
„ჯი-ეიჩ-ენის" მთავარი რედაქტორის თეიმურაზ ჭუმბურიძის განცხადებით, ნამდვილად გამორჩეულად დასაფასებელია ის საქმიანობა, რასაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და კონკრეტულად ნიკა ვაჩეიშვილი საქართველოს წარსულის თანამედროვეობისა და მომავლის წინაშე ეწევა.
„უარავი აღდგენილი ძეგლი, ეს არის საქართველოს ისტორიის გადარჩენილი ფურცლები, რომელიც ერთნაირად საამაყოა ჩვენი წინაპრების, თანამედროვეებისა და მომავალი თობისთვის. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები თავს მოვალედ ვთვლით დავინახოთ და დავაფასოთ ის დიდი საქმეები, რომელიც დღეს კეთდება და რომელიც თავისი შინაარსითა და სიდიადით ეკუთვნის სრულიად საქართველოს", - განაცხადა თეიმურაზ ჭუმბურიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემინილი ყოველი წლის 24 დეკემბერს იმართება და მას კომპანია ბაგრატიონი 1882-ის დარბაზი მასპინძლობს.
2011 წელს გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ, ასევე გაიცა საპატიო „ოქროს პერგამენტიც". გამარჯვებულების გამოსავლენად გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2986-მა რესპოდენტმა მიიღო.
წელს „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალის სპონსორები იყვნენ კომპანიები ავერსი, გუდვილი, ნატალი და ფლაუერსი.