2011 წლის კომპანიად სადაზღვეო კომპანია "იმედი L"-ი დასახელდა. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისა" და GCG-ის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებაზე, "იმედი L"-ი „ოქროს პერგამენტის" მფლობელი გახდა.
დღეისათვის "იმედი L" გვევლინება დაზღვევის უნივერსალურ კომპანიად, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს სათაო ოფისისა და 10 რეგიონალური ფილიალის მეშვეობით. კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ მსხვილ კაპიტალიზაციაზე დამყარებული ფინანსური სიძლიერე, მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან გადამზღვევ კომპანიებთან და თანამშრომელთა მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს კომპანიის კლიენტთა მაქსიმალურ სადაზღვევო დაცვას.
შეგახსენებთ, რომ ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის" ორგანიზებით წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოების ცერემინილი - „ოქროს პერგამენტი" 24 დეკემბერს იმართება და მას კომპანია ბაგრატიონი 1882-ის დარბაზი მასპინძლობს.
2011 წელს გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ, ასევე გაიცა საპატიო „ოქროს პერგამენტიც". გამარჯვებულების გამოსავლენად გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2986-მა რესპოდენტმა მიიღო.
საკონსულტაციო ჯგუფი GCG-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში რესპოდენტების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი - 42%, კახეთი - 9%, ქვემო ქართლი - 7%, შიდა ქართლი - 6%, იმერეთი - 10%, სამეგრელო - 10%, გურია - 3%, მცხეთა მთიანეთი - 3%, აჭარა - 10%.
რაც შეეხება გამოკითხულთა სოციალურ მდგომარეობას, აქ სტატისტიკა ასე გამოიყურება: სტუდენტი - 10%, დასაქმებული - 29%, თვითდასაქმებული - 23%, უმუშევარი - 24%, პენსიონერი - 14%.
გამოკითხულთა შორის 53% ქალია, ხოლო 47% მამაკაცი.
წელს „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალის სპონსორები იყვნენ კომპანიები ავერსი, გუდვილი, ნატალი და ფლაუერსი.