"ქრისტიან-დემოკრატები" იმედს გამოთქვავენ, რომ ეკონომიკური დანაშაულის ლიბერალიზაციის შემდეგ ცვლილებები აღნიშნული დანაშაულისთვის უკვე დაკავებულ პირებსაც შეეხებათ.
როგორც დღეს, ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ამ დროისთვის ხელისუფლებასა და მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ კანონის ახალ დებულბებს უკუქმედების ძალა მიეცეს.
"იმედი გვაქვს, რომ მმართველ ძალასთან შევძლებთ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ აღნიშნული დანაშაულისთვის უკვე დაკავებული პირებს ეს კანონი შეეხოთ და მათი საპატიმრობიდან გამოშვება მოხერხდეს", - აღნიშნა თარგამაძემ.
ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს მიაჩნია, რომ მიუხედავად გადასახადების თავიდან არიდების რეგულაციის ლიბერალიზაციისა, აუცილებელია, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან საერთოდ გათავისუფლება.
„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ მომავალში მოხდეს ამ ტიპის ეკონომიკური დანაშულის სრული სისიხლისამართლებრივი დეკრიმინალიზაცია", - განაცხადა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცვლილბა შედის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში".
კანონპროექტის თანახმად, დიდი ოდენობად ჩაითვლება თანხამ თუ ის 50 ათას ლარს აღემატება, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად, თანხა რომელიც 100 ათას ლარს აღემატება.
მოქმედი კანონმდებლობით, კი გადასახადებისთვის თავის არიდების მუხლის მიზნებისთვის დიდ ოდენობად ითვლება თანხა, რომელიც 25 ათას ლარს აღემატება, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად, რომელიც 75 ათას ლარს აღემატება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.