"ლატვია მკაცრად გმობს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების საფუძველზე ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას და გასამართლებას" - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე პლატფორმა X-ზე წერს.
ბრაჟეს შეფასებით, "ქართული ოცნების" ქმედებები "დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია".
"ლატვია მკაცრად გმობს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების საფუძველზე ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას და გასამართლებას. ეს ქმედებები დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია. სოლიდარულები ვართ ქართველ ხალხთან მათ ბრძოლაში დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოსთვის". - წერს ბაიბა ბრაჟე.