სასურსათო პროდუქტების დაბალ ფასში შეძენისა და მოსახლეობის შემოსავლების დაზოგვის მიზნით, თბილისის მერია ქალაქის ყველა უბანში იაფი სავაჭრო ობიექტების მოეწყობას იწყებს. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ყოველ კვირას დილის 9-დან 15 საათამდე ზუსტი წონის, მაღალი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ.
ახალ სავაჭრო ობიექტებში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. თითოეულმა მათგანის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია შედეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: პროდქციის სახეობები, ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.
პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით სულ 12 სავაჭრო ობიექტი განთავსდება.
აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია, რომელიც ყველა ფენის წარმომადგენელს შესაძლებლობას აძლევს მშვიდ, სუფთა და სასიამოვნო გარემოში სასურსათო და სხვადასხვა სახის პროდუქტები შეღავათიან ფასად შეიძინონ.