"ახალი მემარჯვენეების" ლიდერ დავით გამყრელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ერიკ რუბინთან შეხვედრისას საქართველოს საგარეო გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა.
"საუბარი გვქონდა საგარეო გამოწვევებსა და პრობლემებზე, როგორიც არის რუსეთი და ნატო-ში გაწევრიანება. მე პირადად ხაზი გავუსვი იმას, რომ ნატო-ში გაწევრიანების შეფერხება ძალიან დიდ სტიმულს აძლევს რუსეთს, რომ გააძლიეროს ზეწოლა საქართველოზე და შეუქმნას კიდევ უფრო მეტი პრობლემები. ასევე ვისაუბრე შიდა პოლიტიკური საკითხებზე, კერძოდ კი მომავალი წლის არჩევნებზე და მის სამართლიანად და მშვიდად ჩატარებაზე", - განაცხადა გამყრელიძემ.
ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერიკ რუბინს საქართველოში ამერიკის საელჩოში შეხვდნენ. რუბინი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.