საქართველოზე ზეწოლას პუტინის მარიონტული რეჟიმი ახდენს, - ამის შესახებ ჯო უილსონმა ჰელსინკის კომისიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ ბალტიის ქვეყნებში პუტინის მიზნებზე ისაუბრა და თქვა, რომ რუს დიქტატორს იქ საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს.
"საქართველოზე ზეწოლას პუტინის მარიონტული რეჟიმი ახდენს - პუტინისტები. ჩვენ გვყავს ნატოს მოკავშირეები ბალტიის ქვეყნებში, რომლებსაც ჩამოშლილი საბჭოთა კავშირის აღდგენის საფრთხე ემუქრებათ პუტინის ხელით. ძალიან გამიმართლა, რომ უშუალოდ შევძელი ამ ქვეყნების ხალხის ნახვა, რომლებსაც დემოკრატია, კეთილდღეობა და მშვიდობა სურთ. მაგრამ პუტინს საწინააღმდეგო რამ უნდა. მას უნდა რომ ისინი ღარიბები, დამოკიდებულები, დაყოფილები და შეშინებულები იყვნენ"- განაცხადა უილსონმა.