საქართველოს სავტომობილო გზებზე „ტუალეტების პრობლემა" მოიხსნება.
როგორც დღეს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტზე მოხსენებით გამოსვლისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, გზებზე ყველაზე დიდი პრობლემა ტუალეტები იყო.
"აღნიშნული საკითხის მონიტორინგი მსოფლიო ბანსკ შეუკვეთეთ და გადაწყდა, რომ აზერბაიჯანის საზღვრიდან თურქეთის საზღვრამდე, ანუ ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე 16 მულტიფუნქციური მომსახურების ცენტრი მოეწყობა, რაც ამ სამარცხვინო პრობლემას მოაგვარებს", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტებში მთლიანად ქართული ინვესტიციები ჩაიდება.