საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპაში არსებული კრიზისი საქართველოსთვისაც პრობლემატურია.
" კრიზისი არის ძალიან მძიმე და ეს საქართველოსთვისაც პრობლემატურია. ვფიქრობ, რომ ევროკავშირი იპოვის გზას კრიზისის დასაძლევად. თავისთავად ის ფაქტი, რომ იმ მაგიდასთან, სადაც ასეთი დიდი საკითხები წყდება, უკვე მიმჯდარია საქართველოც, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ გაგვიჩნდა სივრცე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მარსელში, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილი მარსელში ევროპის სახალხო პარტიის მე-20 ყრილობის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ყრილობის ძირითადი განსახილველი თემა ევროპაში არსებული ფინანსური კრიზისია.