"როიალ კარიბიანი" ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობასა და საკრუიზო ტურიზმის განვითარებას უზრუნველყოფს. როგორც ცნობილია, თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე რეგიონში ინვესტიციებისა და საკრუიზო ტურიზმის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
მთავრობის თავმჯდომარე მსოფლიოს უდიდესი საკრუიზო კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. მან "კარნავალ კორპორეიშენის" ხელმძღვანელთან ჯიოვანი ისრაელთან ბათუმის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. ჯიოვანი ისრაელმა აღნიშნა, რომ ბათუმი, როგორც შავი ზღვის აუზში ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქალაქი ინტერესს იწვევს. "კარნავალ კორპორეიშენი" უახლოეს პერიოდში შავი ზღვის საკრუიზო ბიზნესში ჩართვას არ გამორიცხავს.
"როიალ კარიბიანის" ვიცეპრეზიდენტ ჯონ თერსეკთან მოლაპარაკლებისას ლევან ვარშალომიძემ მოიწონა კომპანიის მიერ მომზადებული ბათუმის პორტის რეკონსტრუქციის პირველადი გეგმა.
ზაფხულში აჭარის ა.რ მთავრობასა და "როიალ კარიბიანს" შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანია ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობასა და საკრუიზო ტურიზმის განვითარებას უზრუნველყოფს. თერსეკთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ მარტში მხარეებს შორის შესაბამის პროექტს მოეწერება