ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით 28 წლის გიორგი ჩაფურიშვილი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ლაშა კბილცეცხლაშვილი პოლიციას თვითონ ჩაბარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის დროს, ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. „პაციენტი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი შემოიყვანეს. მას ჭრილობა გულმკერდის არეში ცეცხსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის რაიონული საავადმყოფოს რეანიმატოლოგმა თამილა კოტაშვილმა.
გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვები დარჩა.
საქმეს შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.