ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები დღევანდელ ინცინდენტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აკეთებენ. ეს განცხადება ტელეკომპნია მაესტროსთან შეკრებილ საზოგადეობას არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ გააცნო.
"ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმ ფორმას, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა მაესტროს მიმართ განახორციელა. ჩვენ ყველანი დღემდე ვამაყობდით ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობით და სურვილი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ჩვენი მუშაობა უნდა გაგრძელდეს ისე როგორც ვმუშაობდით. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი თანამშრომლის მათ შორის გენერალური რედაქციის, დირექტორის ილია კიკაბიძის, პროდიუსერების მამუკა ღლონტისა და ლევან ჩიკვაიძის და დაცვის თანამშრომლების გათავისუფლება. იმისთვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ისე, როგორც გვიმუშავია მიგვაჩნია რომ ეროსი კიწმარიშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად უნდა დატოვოს ტელეკომპანიის შენობა და უნდა მოგვცეს მუშაობის საშუალება", აღნიშნულია მაესტროს ჟურნალისტების განცხადებაში.