სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპსკოპოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მიიღო.
შეხვედრის ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის დახურვამდე უწმინდესმა და სომხეთის პრეზიდენტმა ერთმანეთს სიტყვით მიმართეს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მოხარულია სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტით.
უწმინდესმა ისაუბრა ორი ქვეყნის ისტორიულ მეგობრობაზე და ქართული და სომხური ეკლესიების როლზე ქართველი და სომეხი ერების წინაშე.
"ხშირად ჩვენი ურთიერთობის შურთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავძლევთ ამ წინააღმდეგობას. ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები", - განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ მისასალმებელ სიტყვაში სრულიად სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორეც მოიკითხა.
სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომეხ და ქართველ ერს ბევრი რამ აქვთ საერთო. მისი თქმით, საქართველომ და სომხეთმა თავიანთი არსებობის განმავლობაში რთული პერიოდები გამოიარეს. ხშირ შემთხვევაში ეკლესიებს სახელმწიფოს მისიის შესრულებაც უწევდავთ.
"თქვენ შეგიძლიათ დააახლოვოთ ამ რეგიონში არსებული ერები", - აღნიშნა სარგსიანმა.